სილესენი: “ამის გამო “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებას არ ვაპირებ”

თარიღი: მაისი 4, 2018

კატალონიის “ბარსელონას” სათადარიგო მეკარეს, იასპერ სილესენს არც ისე დიდი დროის გატარება უწევს მინდორზე. მან ამ სეზონში “ბლაგურნას” მაისური თერთმეტ ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო. ჰოლანდიელი კარის დარაჯი ამით უკმაყოფილოა და პრობლემაზე საჯაროდაც საუბრობს.

“მიყვარს ეს გუნდი, თუცა პროფესიონალი ვარ და იმაზე მეტი მინდა ვითამაშო, ვიდრე სეზონში ათი მატჩია. ხელმძღვანელობამ ჩემი სურვილის შესახებ კარგად იცის. თუმცა, მათ არ უნდათ, რომ გუნდი დავტოვო – ჩემი გარჯით კმაყოფილები არიან. არ ვარ იმ ტიპის მოთამაშე, რომელიც კლუბის მესვეურებს უპირისპირდება და მათთან ომში ებმება. აქ უკვე ორი წელია, ვთამაშობ და “ბარსელონაში” ასპარეზობას გავაგრძელებ,”  – ამბობს 29 წლის მეკარე.

მსგავსი სიახლეები