სილვიო ბერლუსკონი: „ზეედორფი „მილანს“ შემდეგ სეზონშიც უთავკაცებს“

თარიღი: მარტი 17, 2014

„მილანის“ პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ არც ისე დამაკმაყოფილებელი შედეგების მიუხედავად, კლარენს ზეედორფი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.

„ეს საკითხი არც კი უნდა განიხილებოდეს. ზეედორფი გუნდის მწვრთნელი შემდეგ სეზონშიც იქნება. „მილანი“ ამჟამად ცუდად აწყობილი გუნდია“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.

ცნობისთვის, ამ წუთისთვის „როსონერი“ 28 ტურის შემდეგ სერია ა-ში მე-11 ადგილს იკავებს. იტალიის თასის გათამაშებას შავ-წითლები 1/4 ფინალში გამოეთიშნენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგას – 1/8 ფინალში.

აქამდე ევროპული პრესა ზეედორფის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს მოიაზრებდა, რომელთა შორისაც რობერტო დონადონი („პარმა“) და ფილიპო ინძაგი („მილანის“ ახალგაზრდული გუნდის თავკაცი) იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ მილანური კლუბი ჰოლანდიელმა იანვარში ჩაიბარა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მსგავსი სიახლეები