სიმბოლური ნაკრები: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის აღმოჩენები (ფოტო)

თარიღი: დეკემბერი 8, 2016

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგური ეტაპი. სექტმებრიდან მოყოლებული ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბევრი სპორტსმენი გამოირჩა, რომლებიც აქამდე დიდად გულშემატკივრების ყურადღებას არ იქცევდნენ. გთავაზობთ ასეთი ფეხბურთელებისგან შემდგარ თერთმეტეულს.

დომინიკ ლივაკოვიჩი – 21 წლის ხორვატი მეკარე ზაგრების “დინამოში” გამოდის. მან სეზონი დაიწყო, როგორც რიგით მეოთხე გოლკიპერმა. ვარაუდობდნენ, რომ ზამთარში იჯარით სხვა კლუბში წავიდოდა. თუმცა, მალე მისი კარგი თამაშით “დინამოს” ძირითადში აღმოჩნდა და ბევრი დასამახსოვრებელი სეივი შემოგვთავაზა.

ჯიბრილ სიდიბე – ამ მოთამაშემ გაულ სეზონში “ლილში” ბევრი კარგი შეხვედრა ჩაატარა და “მონაკოს”, “პსჟ”-სა “და “საუთჰემპტონის” ყურადღებაც მიიქცია. საბოლოოდ, პირველმა მათგანმა ფრანგი ფეხბურთელი 15 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ სეზონში კი სიდიბე ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა ახალ გუნდში. მან “ტოტენჰემთან” შეხვედრაში ერთი ასისტიც მიითვალა.

ფელიპე – იგი “პორტოში” კორინთიანსიდან”  გადავიდა 6.2 მილიონ ევროდ. მან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ლიდერის ხასიათი გამოავლინა და პორტუგალიური კლუბის დაცვის ბურჯად იქცა.

მატიას იორგენსენი – იგივე “ზანკა”, რომელიც “კოპენჰაგენის” დაცვის ლიდერია. იგი განსაკუთრებით გამორჩეული იყო “ლესტერთან” დაპირისპირებაში (0:0). სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ ამ შევხედრაში დანიელებმა კარი მშრალად შეინახეს.

ბენჯამინ მენდი – “მონაკოს” მარცხენა მცველი. 22 წლის უკანახაზელი შესანიშნავია, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მას მალე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასაც უწინასწარმტყველებენ.

ჯონათან კაფუ – 22 წლის ბრაზილიელი ვინგერი, რომელიც განსხვავებული სათამაშო სტილით გამოირჩევა. მან ჯგუფურ ეტაპზე “ბაზელს” გაუტანა და ისტორიაში პირველი ქულა მოუპოვა ჩემპიონთა ლიგაზე “ლუდოგორეცს”. მან “არსენალის” კარის აღებაც შეძლო, “პსჟ”-სთან დაპირისპირებაში საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა. კაფუთი “ლეტსერი” ინტერესდება.

სტივენ ნ’ზონზი – 27 წლის ნახევარმცველი შესანიშნავ ფორმაშია და გუნდის შუა ხაზის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მისი შეძენა “ჩელსის”, “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” სურს.

კევინ კამპლი – 26 წლის ნახევარმცველი, რომელიც ლევერკუზენის “ბაიერის” ღირსებას იცავს. მან “ტოტენჰემის” კარის აღება მოახერხა. კამპლი “ატლეტიკოს” სურს.

ტომას ლემარი – 21 წლის ფეხბურთელი, რომელმაც “მონაკოს” მაისურით სეზონის საოცარი პირველი ნახევარი ჩაატარა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ მას დრიბლინგების რაოდენობით მხოლოდ ნეიმარმა აჯობა. მან სახლშიც და გასვლაზეც გაუტანა “სპურსებს”.

ანდრე სილვა – “პორტოს” შემტევი, რომელიც მაშინ იტანს, როცა გუნდს სჭირდება. მაგალითად, მან “ბრიუგეს” 93-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი შეუგდო. სილვას “მანჩესტერს” უკავშრებენ.

სარდარ აზმუნი – 21 წლის ირანელმა, რომელიც “როსტოვში” გამოდის, გაუტანა როგორც “ბაიერნს”, ასევე “ატლეტიკოს”. მისით “ლივერპული” ინტერესდება.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ქართულ გუნდებს ამხანაგური მატჩების გამართვა სურთ, მაგრამ…

ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება და თითოეულმა ფეხბურთელმა უკვე განაახლა ვარჯიში, თუმცა სრულად ვარჯიშის განახლება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის თასის ფინალი წააგო

უნგრეთის თასის ფინალში ბუდუ ზივზივაძის “მეზოკოვედში” ბუდაპეშტის “ჰონვედთან” 2-1 დამარცხდა. ზივზივაძემ 90-წუთი ითამაშა, თუმცა გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “ერთ-ერთ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა და აჩი…”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ტრაბზონში თამაშის ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა, როცა თურქეთში ერთად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე იწყებს მუშაობას

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, ჯეიდონ სანჩო, მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას ესპან...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემში” კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი კორონავირუსის ტესტირების მომდევნო წრის შედეგებს ასაჯაროვებს. 1-2 ივნისს COVID-19-ის ტესტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, შემთხვევით, შიშველ მოდელთან ერთად გადაღებული

“ლოს ანჯელეს გალაქსის” ნახევარმცველმა, ჯონათან დოს სანტოსმა, შემთხვევით, შიშველ მოდელთან ერთად საწოლში გადაღებული ფოტო Instagram-ში [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასმა დაასახელა ოთხი ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით გულშემატკივრების შეკითხვებს [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ თუ მესი – ტომას მიულერის საინტერესო პასუხი

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა, ტომას მიულერმა კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. მას ჰკითხეს, თუ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუს მორიგი სიგიჟე “იუვენტუსში”

იტალიურმა გუნდებმა სერია A-ს განახლებისათვის მზადება დაიწყეს. მორიგი სკუდეტოს მოსაგებად ემზადება “იუვენტუსი”, რომლის მთავარი კონკურენტიც [...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩს “იუვენტუსთან” დაბრუნების იმედი აქვს

“მილანის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანებში ტრავმას მოიშუშებს და 7 ივლისს “იუვენტუსის” [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერლიგის ყველა დროის ყველაზე უხეში ფეხბურთელები

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა FourFourTwo-მ ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის (1992 წლიდან) ყველაზე უხეში ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მასიმო მორატი ლაუტაროზე: “თუ წასვლა უნდა, გუნდში ვერ დააკავებთ”

მილანის “ინტერის” ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გუნდის ფორვარდ ლაუტარო მარტინესის შესაძლო მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება “სანტიაგო ბერნაბეუ” ამჟამად (ფოტო)

მსოფლიო პანდემიის გამოცხადებიდან რამდენიმე კვირაში “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქცია დაიწყო. განახლდება მინდვრის საფარი, ტრიბუნები და სხვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის პირველი ტრანსფერი პანდემიის დაწყების შემდეგ

ქუთაისის “ტორპედომ” პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ტრანსფერი განახორციელა. “ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურადან” ნახე...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაიას ორი ქართველი დატოვებს, ორი დაემატება

ფამაგუსტას “ანორთოსისს” მომდევნო სეზონის დაწყებამდე ორი ქართველი დატოვებს და ორიც დაემატება. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს თავდამსხმელი ...
წაკითხვა