სიმეონე, ახალი კონტრაქტით, წელიწადში ექვს მილიონს მიიღებს
მადრიდის „ატლეტიკო“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტის ხელფასი წელიწადში 2,5 მილიონი ევროთი გაიზრდება და ჯამში ექვს მილიონს შეადგებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებს შორის მსგავსი ხელფასი მხოლოდ კოკეს აქვს.
გარდა ამისა, სიმეონე მსოფლიოს ექვს ყველაზე მაღანააზღაურებად მწვრთნელს შორის მოხვდება. მასზე წინ მხოლოდ ხოსეპ გვარდილა (12 მილიონი), ჟოზე მოურინიო (10,2), არსენ ვენგერი (8,2), კარლო ანჩელოტი (7,5) და მანუელ პელეგრინი (6,6) იღებენ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედი ხელშეკრულება მხარეებს 2020 წლამდე უნდა გაეხანგრძლივებინათ.