სიმეონე ავსტრალიაში გრიზმანის გარეშე, მაგრამ ტორესთან ერთად იბრძოლებს
დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანს დასასვენებლად დრო მისცა და გადაწყვიტა, რომ ავსტრალიურ ტურში არ წაეყვანა. მიუხედავად ამისა, არგენტინელი სპეციალისტის მიერ გამოძახებული გუნდი მაინც ერთ-ერთი უძლიერესია ამ ტურნირზე.
ჩოლო სიმეონეს 24-კაციან განაცხადში მოხვდნენ ფერნანდო ტორესი, გაბი, დიეგო გოდინი და იან ობლაკი. გუნდის ყველაზე დიდი დანაკლისი კი ანტუან გრიზმანი და კოკე გახლავთ. “როხიბლანკოს” შემადგენლობა გაცილებით უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე მათი მეტოქეების “ტოტენჰემისა” და “იუვენტუსის”.
“ატლეტი”, რომელმაც ესპანეთი სამშაბათს დატოვა, პირველ მატჩს პარასკევს, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამართავს.
“ატლეტიკო მადრიდის” განაცხადი გინესის თასისათვის:
მეკარეები: ობლაკი, კარლოს მარინი, ბერნაბე
მცველები: გოდინი, ფილიპე, სავიჩი, ლუკასი, ვრსალკო, ტეო, მანკილო, ტეო, ველასკესი
ნახევარმცველი: ტიაგო, საული, ოლივერი, გაბი, ტომასი, იოტა, ამატი, ხუან მორენო, მენსაჰი
თავდამსხმელები: ტორესი, ბორე, ჰექტორი