სიმეონე „ბარსელონას“ რჩევას აძლევს
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ბარსელონასთან“ მოახლოებულ სათასო მატჩზე ისაუბრა.
„ისტორიულად „ბარსელონა“ იმ სტილით თამაშობს, რომლის შეცვლაც არ სურს. ბოლო რამდენიმე მატჩში მათ მესი მარჯვნივ გადაიყვანეს, სუარესი კი ცენტრში დადგა. ვფიქრობ, ნეიმარი მარცხენივ თავს კარგად გრძნობს. თუ „ბარსას“ უკეთესად თამაში სურს, მაშინ ლიონელი მარცხენა ფლანგზე უნდა დარჩეს.
მთელი მატჩის განმავლობაში ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს, გადამწყვეტ წუთებს ვატარებთ.
შარშან „ვისენტე კალდერონზე“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი განსხვავდებოდა. თუმცა, როგორც ყოველთვის, ატმოსფერო ხვალაც ჩინებული იქნება. ფანებს გამოსასწორებელი არაფერი აქვთ.
შეხვედრა ჩვეულებრივი სხვა მატჩის მსგავსად უნდა ჩავატაროთ. ვნახოთ, ეს რამდენად გამოგვივა“, – განაცხადა ფეხბურთის არგენტინელმა სპეციალისტმა.