სიმეონე: “ჩვენ უკან ორი მონსტრია, რომელთაც ჩემპიონობა სურთ”
მადრიდის “ატლეტიკომ” ესპანეთის ლა ლიგაში ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. 27-ე ტურის მატჩში “როხიბლანკომ” გასვლაზე “ხეტაფესთან” ფრედ, 0:0 ითამაშა. 27 ტურის შემდეგ “ატლეტიკო” 63 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება და 6 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან “რეალს”, ხოლოდ “ბარსელონას” – 7 ქულით.
“ხეტაფესთან” ძალიან კარგად ვითამაშეთ. უფრო მშვიდად უნდა ვითამაშოთ. ვიცით, რომ “რეალი” და “ბარსელონა” სეზონის ბოლომდე იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის.
რა თქმა უნდა, დაძაბულობა ჩვენზე არ მოქმედებს. ბუნებრივია ასეთი ზეწოლა ჩვენ გუნდზე. თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერის პოზიციაზე ვიმყოფებოდით. წინ თერთმეტი მატჩია დარჩენილი.
ხალხი ამბობდა, რომ “ბარსელონა” ძალიან ცუდ ფორმაშია. თუმცა ნახეთ, როგორ ითამაშეს პარიზში. ახალი პრეზიდენტი ჰყავთ და კარგ განწყობაზეც არიან. რაც შეეხება “რეალს”, ეს გუნდი ყოველთვის ახერხებს ქულების აღებას,” – აცხადებს სიმეონე.