სიმეონე: “მე არ ვარ გრიზმანის აღმზრდელი”
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე”, “ატლეტიკო” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს.
“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.
“მე გრიზმანის აღმზრდელი არ ვარ; უბრალოდ, მისი მწვრთნელი ვარ, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა, ნიჭიერ სპორტსმენს განვითარდეს, როგორც ფეხბურთელი და, როგორც ადამიანი.”
“ჩვენ, გრიზმანის სახით, საოცარი მოთამაშე გვყავს, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ის ამ შესაძებლობებს მთლიანად გამოიყენებს!”
“ელ ჩოლომ”, რა თქმა უნდა, ზოგადად, მატჩზეც ისაუბრა: “ბაიერნი” ძალიან ძლიერი და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ის ძალიან ჰგავს იმ კოლექტივს, რომელსაც გასულ სეზონში ვეთამაშეთ. გერმანელებს უმაღლესი დონის სპეციალისტი ჰყავთ. კარლოს დიდ პატივს ვცემ მისი პროფესიონალიზმის და საქმის სიყვარულის გამო!” – განაცხადა დიეგო სიმეონემ.