სიმეონე: “მილანის” გამოცდილება მაშინებს”
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ იტალიურ “მილანთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ მას “როსონერის” გამოცდილება აშინებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ეს გუნდები პირველ მატჩს, დღეს, 19 თებერვალს, “სან სიროზე” გამართავენ.
“ვფიქრობ, გახსნილი თამაში იქნება და ამიტომ, შესაძლებელია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რამ მოხდეს. პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფერი მადრიდში გადაწყდება. “მილანი” ძალიან გამოცდილი გუნდია, რაც მაშინებს.
თავს ფავორიტებათ არ მივიჩნევთ, მოედანზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ. როგორც ყოველთვის, იტალიური გუნდის წინააღმდეგ თამაში, საკმაოდ რთულია. ამრიგად, საჭიროა, რომ კონცენტრაცია არ დავკარგოთ”, – ამბობს სიმეონე.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწება.