სიმეონე “მონაკოს” ერთ-ერთი ლიდერის შეძენას აპირებს
ესპანური პრესა იტყობინება, რომ მადრიდის “ატლეტიკო” სერიოზულად არის დაინტერესებული “მონაკოს” ფეხბურთელის, ტომას ლემარის შეძენით.
ფრანგმა მოთამაშემ მიმდინარე სეოზნი შესანიშნავად დაიწყო. მან 7 გოლისა გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ლემარს ლეონარდო ჟარდიმმა პოზიცია შეუცვალა – ცენტრალური ნახევამცველის ადგილიდან ფლანგზე ასწია, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო.
21 წლის სპორტსმენით სიმეონე გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა და 20 მილიონ ევროსაც ჩამოვიდა, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი ფრანგები ლემარის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონს ითხოვენ.
საინტერესოა, გადაიხდის თუ არა ამ ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელში მადრიდული გრანდი ნახსენებ თანხას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ატლეტიკოს” ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. თუ ფრანგმა კლუბი დატოვა, “მონაკოს” უკვე შემტევი ფეხბურთელი ანტუანს შეცვლის.
საინტერესოა, როგორ განვითარდება იანვარში მოვლენები.