სიმეონე: “მსოფლიოს ყველაზე ძლიერი გუნდი ისევ “ბარსელონაა”
26 თებერვალს ერთმანეთს “ლა ლიგის” 24-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკო” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ისევ “ბარსელონაა”. ბოლო ათი წლის მანძილზე დომინირებისა და ამ დროის განმავლობაში “ლა ლიგის” რვა ტიტულის მოგების შემდეგ, ნებისმიერ გუნდს შესაძლებელია ჰქონდეს ცუდი მატჩი “პსჟ”-სთან.”
“კოპა დელ რეიზე” “ბლაგურნასთან ჩატარებული ოთხი ტაიმიდან, სამში ჩვენ ვდომინირებდით, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც მეტოქე გავიდა. ესეც მეტყველებს, თუ რაოდენ ძლიერები არიან ლუის ენრიკეს შეგირდები.”
“შარშან ჩემპიონატის ბოლო ათი შეხვედრიდან ორი წავაგეთ. ახლა ლა ლიგის დასრულებამდე ბევრი შეხვედრაა დარჩენილი და უამრავი რამ შესაძლებელია მოხდეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში “ბარსელონა” ჩვენი მეტოქეა და მასთან ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს,” – განაცხადა სიმეონემ.