სიმეონე მზადაა, “პრობლემატურ” კარასკოს შეელიოს
მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იანიკ ფერეირა კარასკოსთან გამომშვიდობებას გეგმავენ. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა As ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ბელგიელ ფეხბურთელს კოკესთან და გაბისთან ცუდი ურთიერთობა აქვს, ისევე როგორც სიმეონეს ერთ-ერთ დამხმარე მწვრთნელთან. აქიდან გამომდინარე, მადრიდული კლუბი მას პრობლემატურ ფიგურად განიხილავს და მასთან განშორებას გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ სიმეონე საკმაოდ დიდი სიმპატიებით არის განწყობილი კარასკოს მიმართ, ისიც იძულებული გახდა, თანხმობა განეცხადებინა ბელგიელის გაყიდვაზე.
24 წლის ფეხბურთელის გადაბირების სურვილს მიუნხენის “ბაიერნისა” და რამდენიმე ინგლისური გრანდის ხელმძღვანელები გამოთქვამენ. “ატლეტიკოში” დარჩენის შემთხვევაში კი მას სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსი მიენიჭება.