სიმეონე: “ყველა ბედნიერი იქნება, თუ “რეალი” “ესპანიოლთან” წააგებს”
“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონმ “ბარსელონასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იხუმრა. პრიმერას დასრულებამდე ორი ტურით ადრე კატალონიელები პირველ ადგილზე იმყოფებიან და “რეალს” 4 ქულით უსწრებენ.
“ტორესი მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. მან მიმდიანრე სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის ბედი უკვე გადაწყვიტა. “ბარსელონა” ძალიან კარგი გუნდია, რომელზეც დიდხანს შემიძლია საუბარი, მაგრამ თავს შევიკავებ.
“რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი უდიდესი მწვრთნლია. “რეალი” მისი გაშვებით გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს.
ბედის ირონიით, გასული სეზონის დასკვნითი ნაწილის მსგავსად ჩვენ კვლავ “ბარსელონას” ვეთამაშებით. მაგრამ, ყველა ბედნიერი იქნება, თუ “რეალი” “ესპანიოლთან” წააგებს” – განაცხადა სიმეონემ.