სიმეონე: “სევილიასა” და “ატლეტიკოს” “რეალისა” და “ბარსასთვის” სათანადო კონკურენციის გაწევა შეუძლია”
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ “სევილიასთან” განცდილი მარცხის (1-0) შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა.
“მატჩის ბედი ერთ კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყდა, სადაც მათ უფრო მეტად გაუმართლათ. მატჩის პირველი ნახევარი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, მეორე ტაიმში კი “სევილიამ” უკეთ ითამაშა და დაგვჯაბნა.
ორივე გუნდმა შექმნა შანსები და ორივე გუნდს ჰქონდა მოგების შანსი. საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა, შეიძლება ითქვას, რომ თამაში ერთ გოლამდე იყო.” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა, რომლის გუნდიც 9 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზე იმყოფება.
გუნდების ამბიციებზე საუბრისას, სიმეონემ განაცხადა: “ორივე გუნდს, “სევილიასაც” და “ატლეტიკოსაც” “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდისთვის” კონკურენციის გაწევის საკმაოდ დიდი პრეტენზია და რესურსი გააჩნია.”