სიმეონეს კომენტარი “ბარსელონას” დამარცხების შემდეგ

თარიღი: ოქტომბერი 3, 2021

მადრიდის “ატლეტიკომ” ლა ლიგის მეშვიდე ტურში კატალონიის “ბარსელონა” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა.

“ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, გუნდს ორგანიზებულობა და მობილურობა ეტყობოდა. მეტოქე ბურთს მუდმივად აკონტროლებდა, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც გვინდოდა.

სიტუაცია ანალოგიური იყო – “ბარსელონა” კვლავაც დიდი ხნის მანძილზე ფლობდა ბურთს. პირველ ნახევარში ჩვენი კონტრშეტევები ძალიან კარგი იყო, თუმცა მეორე ტაიმში აღარ გამოგვდიოდა.

მესის გარეშე დარჩენილ “ბარსელონასთან” პირველად ვითამაშეთ. ბურთის ფლობის მაჩვენებელი ისეთივე ჰქონდათ, მაგრამ განსხვავება იმაში იყო, რომ უნიკალური მესი არ ჰყავდათ,” – აცხადებს სიმეონე.



მსგავსი სიახლეები