სიმონე ძაძა “ვალენსიას” ტოვებს და იტალიაში ბრუნდება

თარიღი: ივლისი 5, 2018

“ვალენსიას” იტალიელი თავდამსხმელი, სიმონე ძაძა, რომელსაც ტურინის “იუვენტუსსა” და “სასუოლოში” თამაშის კარგი გამოცდილება აქვს, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც იტალიაში გაატარებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მილანი” სიმონე ძაძას წარმომადგენლებთან წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს. მხარეები 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელი კი 2.5 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში ხელფასის სახით.

თუმცა, “ვალენსიას” ხელმძღვანელებს ძაძას არენდის წესით გაშვება სურთ, რა თქმა უნდა, გამოსყიდვის ფუნქციით. იტალიელ ფეხბურთელს “ღამურებთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

ძაძას ტრანსფერი, სავარაუდოდ, მას შემდეგ განხორციელდება, რაც “როსონერი” ნიკოლა კალინიჩს “ატლეტიკოს” მიყიდის.

მსგავსი სიახლეები