სინგაპურში გამართული საერთაშორისო ჩემპიონთა თასი “ინტერმა” მოიგო (ვიდეო)
დღეს სინგაპურში გამართული წინასასეზონო ტურნირი საერთაშორისო ჩემპიონთა თასი დასრულდა.
დასკვნით ტურში მილანის “ინტერმა” ლონდონის “ჩელსი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. გოლები სტევან იოვეტიჩმა და ივან პერიშიჩმა მიითვალეს, ჟოფრეი კონდოგბიამ კი ავტოგოლი გაიტანა.
გუნდების საბოლოო მდგომარეობა ასეთია:
“ინტერი” 6 ქულა; “ბაიერნი” 3 ქულა; “ჩელსი” 0 ქულა.
ჩემპიონატი სამ დამოუკიდებელ ტურნირად არის დაყოფილი, რომელიც სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება – ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და სინგაპური.
ჩინეთში გამართული ტურნირის გამარჯვებული დორტმუნდის “ბორუსია” გახდა, ხოლო აშშ-ში გათამაშება ჯერ არ დასრულებულა.