სინკლეირი ათი ცვლილების გამო “მანჩესტერ იუნაიტედის” დასჯას ითხოვს
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ტრევორ სინკლეირმა, პირდაპირ ეთერში საუბრისას აღშფოთება ვერ დამალა “ლესტერ სიტისთან” მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” მიდგომის გამო.
დატვირთული კალენდრის გამო ოლე გუნარ სულშერმა “ლესტერ სიტისთან” მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ათი ცვლილება განახორციელა წინა მატჩთან შედარებით. ზემოხსენებული შეხვედრა “მანჩესტერელებმა” ანგარიშით 1:2 დათმეს.
“მოედანზე გამოსული იმ ფეხბურთელების მიმართ არსებული უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ ეს სრული უპატივცემლობა იყო.
რატომ ვერ დაიცვეს პოლიციელებმა და კლუბის წარმომადგენლებმა უსაფრთხოება “ლივერპულთან” მატჩის დაწყებამდე? ეს მათი მოსაგვარებელი იყო.
მათი წინდაუხედავობის გამო “მანჩესტერ იუნაიტედმა” ოთხეულისთვის მებრძოლ სხვა კლუბებს შეუშალა ხელი. “ჩელსი”, “ლიერპული”, “ვესტ ჰემი” და “ტოტენჰემი” არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
“მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა დაისაჯოს. სამი ქულის დაკლება არასაკმარისი იქნება, ვფიქრობ, მათ ექვსი ქულა უნდა დააკლონ,” – აცხადებს სინკლეირი.