სიონი ალბანეთში გაემგზავრა
ბოლნისის “სიონი” ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმორებითი შეხვედრის გასამართად ალბანეთში გაემგზავრა. ვლორეს “ფლამურტარისთან” თბილისში წაგებული (2:3) შეხვედრის შემდეგ ბოლნისლელები მეორე ეტაპის საგზურის მოპოვებას განმეორებით შეხვედრაში შეეცდებიან.
ბოლნისლეები ალბანეთში 20 ფეხბურთელით გაემგზავრნენ: ალექსანდრე გოგობერიშვილი, ირაკლი სამხარაძე, დავით იმედაშვილი, ზვიად ლობჯანიძე, გურამ გურეშიძე, გიორგი ადამია,დაჩი ფოფხაზე, თორნიკე აფციაური, მირზა მერლანი, ილია კანდელაკი, პაპუნა მოსემღვდლიშვილი, ვილი ისიანი, ზაზა მამასახლისი, დავით სვანიძე, გურამ გიორბელიძე, სოსო ჭიკაიძე, გიორგი განუგრავა, ჯაბა უგულავა.
“სიონისა” და “ფლამურტარის” მატჩი ქალაქ ვლორეში 10 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.