სიონი ისევ დაუმარცხებელია

საბურთალო – სიონი 2:3
თბილისი. ბენდელა
1:0 საბანაძე (14), 1:1 სვანიძე (20), 1:2, 1:3 ისიანი (55, 64), 2:3 დვალი (74)
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი (სოფრომაძე 66), მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი (ბიძინაშვილი 63), გოშთელიანი, ალთუნაშვილი, საბანაძე (კოხრეიძე 71), ფანცულაია, დვალი
სიონი: მერლანი, სვანიძე, ფოფხაძე, შალამბერიძე (საჯაია 62), გოგობერიშვილი, ტატანაშვილი, ჯაფიაშვილი, მანჯგალაძე (ვასაძე 70), გაფრინდაშვილი, ისიანი (კობახიძე 75), რაზმაძე
პირველი და ბოლო გოლები საბურთალომ გაიტანა, მაგრამ თამაში წააგო. მატჩი საინტერესო რომ იქნებოდა, ტურის პრევიუშიც გვეწერა. ასეც მოხდა…
დედაქალაქელებს ანგარიშის გახსნა მალევე შეეძლოთ, მაგრამ ამ ყველაფერმა 14 წუთი გადაიწია. ჯაბა დვალმა შორი მანძილიდან დაარტყა, მერლანმა მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე ყველას ნიკოლოზ საბანაძემ აჯობა და მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა.
საბურთალოელთა უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მათ კარში დანიშნული სტანდარტული სიტუაციის შემდეგ დავით სვანიძემ თავით წონასწორობა აღადგინა.
ამის შემდეგ შესვენებამდე საინტერესო არაფერი მომხდარა.
მეორე ტაიმის დასაწყისი სტუმრების იყო. ვილი ისიანმა დუბლი შეასრულა და თავისიანები მოგებისკენ გაახედა. 55-ე წუთზე ისიანმა თავით გაიტანა, ხოლო ათიოდე წუთში საჯარიმოს გარედან გაისროლა და ბურთი ხარიხის გავლით შევიდა კარში.
ბოლო წუთები საბურთალოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი მხოლოდ ერთხელ გამოიღო, როდესაც მცირე რიკოშეტის შემდეგ, დვალი აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე – ჯაბამ შანსი გამოიყენეა და 2:3.
დარჩენილ დროში საბურთალო შეეცდადა ფრესთვის მიეღწია, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა.
დღესვე ითამაშეს ლოკომოტივმა და შუქურამ. მატჩი უგოლოდ დასრულდა.
სატურნირო ცხრილი:
1.დინამო (თბ) 5 5 0 0 19-3 15
2.სიონი 6 4 2 0 8-3 14
3.დილა 5 4 1 0 9-1 13
4.სამტრედია 5 4 0 1 14-7 12
5.საბურთალო 6 3 1 2 8-10 10
6.ჩიხურა 5 3 0 2 8-3 9
7.ცხინვალი 5 3 0 2 12-10 9
8.ტორპედო 5 2 2 1 7-4 8
9.დინამო (ბთ) 5 2 2 1 11-5 8
10.შუქურა 5 2 0 3 6-6 6
11.გურია 5 1 2 2 5-6 5
12.ლოკომოტივი 5 1 0 4 6-9 3
13.კოლხეთი 5 1 0 4 1-6 3
14.საპოვნელა 5 0 1 4 2-14 1
15.ზუგდიდი 5 0 1 4 4-18 1
16.მერანი 5 0 0 5 3-18 0