სიონი – ფლამურტარი: საქართველოში ევროსეზონი იწყება

თარიღი: ივლისი 2, 2014

ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბოლნისის “სიონი” ალბანნურ “ფლამურტარის” უმასპინძლებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ წილისყრაში “სიონს” გაუმართლა და განთესილი გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შეხვდა. “ფლამურტარი” გასულ სეზონში ალბანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა. ევროსაგზური კი თასის მოგებით მოიპოვა.

ბოლნისური კლუბის მსგავსად ალბანურიც ევროასპარეზს მცირე შესვენების შემდეგ უბრუნდება. თუმცა, “სიონისგან” განსხვავებით “ფლამურტარის” მხოლოდ ერთწლიანი პაუზა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მატჩი ალბანურ კლუბს 2011 წლიდან არ აქვს მოგებული. 2009 წელს კი შოტლანდიურ “მოზერველთან” 8-1 წააგო.

“სიონთან” მატჩისთვის “ფლამურტარი” ორი ლეგიონერით გაძლიერდა. მომდევნო სეზონში ალბანური გუნდის ღირსებას დაიცავენ ბრაზილიელი მცველი დუგლას აუგუსტო და ჰოლანდიელი ფორვარდი ნასირ მააჩი.

დუგლასი საფეხბურთო კარიერას ბრაზილიურ “ბაიაში” იწეყბდა ბოლოს კი სერია С-ს წარმომადგენელ “ტრეზეს” შემადგენლობაში ასპარეზობდა.

ალბანელთა მეორე ახალწვეული “ზვოლეში” და “ლარნაკაში” ჩატარებული კარგი სეზონების შემდეგ ხვალ “სიონს” შეუტევს. ნასირ მააჩი მოროკოში ყოფილა დაბადებული, შემდეგ კი ჰოლანდიაში გადაბარგებულა და იქაური მოქალაქეც გახდა.

საპირისპირო ვითარებაა ბოლნისელთა ბანაკში. ფინანსური პრობლემების გამო “სიონმა” უცხოურ შეკრებაზე ვერ შესძლო გამგზავრება და ვერც შემადგენლობა გააძლიერა. “დილადან” გადმოსული გურეშიძის სახით გუნდს მხოლოდ ერთი ახალწვეული ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ “სიონი” დაცვის ლიდერმა, ვალერი აბრამიძემ დატოვა.

მოსამზადებელ ეტაპზე “სიონმა” სამი მატჩი გამართა. წააგო ცხინვალის “სპარტაკთან”, სომხურ “მიკასთან” ფრე ითამაშა და “ზესტაფონი” დაამარცხა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ბოლნისელები მეტოქეს ღირსეულად შეხვდებიან და გამარჯვებაც მოიპოვებენ, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლის წინაპირობა იქნება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ივან რაკიტიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონასა” და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ივან რაკიტიჩმა, სლოვაკეთთან და საქართველოსთან გასამართ მატჩებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთელი დავით თარგამაძე “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს (ვიდეო)

ბოლნისის “სიონის” 30 წლის ფეხბურთელმა, დავით თარგამაძემ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-9 სეზონში იღებს მონაწილეობას. საქართველოს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება 11 ნოემბერს დაიწყო. ვლადიმირ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ჩემპიონატში მეკარემ დუბლი შეასრულა (ვიდეო)

საქართველოს მე-3 ლიგაში მესამე ადგილზე მყოფმა “არაგვმა” უკვე მე-2 ლიგაში აღზევებული მარტვილის “მერანი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” “ბარსელონელი” ლიონელი დაიმატა

ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ადგილოსანმა, საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” კატალონიის “ბარსელონას” აკადემიის, ლა მასიის აღზრდილი, კამერუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოჭოლავა: “ნუ მოუსმენთ ქვის ხანაში ჩარჩენილ ხალხს”

დონეცკის “შახტარის” ქართველმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ ბრაზილიელი თანაგუნდელები გაამხნევა. 10 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ ლიგაში დონეცკის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “ტორპედომ” და “დილამ” ქულები გაიყვეს

ეროვნული ლიგის 34-ე ტურის ბოლო მატჩში ქუთაისის “ტორპედომ” გორის “დილა” მიიღო და 1-1 ითამაშა. ანგარიში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მსაჯები ცოტა გამოფხიზლდით რა” – ლევან კორღალიძე ბაკურ ნინუას დაუპირისპი

თბილისის “ლოკომოტივმა” 34-ე ტურში საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და 0-2 დამარცხდა. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც მსაჯმა ბაკურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მაკარიძის მოგერიებული პენალტი “რიო ავესთან” მატჩში (ვიდეო)

9 ნოემბერს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გიორგი მაკარიძის “ვიტორია სეტუბალი” სტუმრად “რიო ავეს” დაუპირისპირდა და ანგარიშით [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ შეუჩერებელია – ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთში (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ. ქართველმა თავდამსხმელმა “მეზოკოვეშდი” “ზალაეგერსზერგთან” დააწინაურა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “ჩიხურამ” ეროვნულ ლიგაში დარჩენა გაინაღდა!

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში თბილისის “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და 0-2 დამარცხდა. “ჩიხურა” მთელი მატჩის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – თბილისის “დინამო” ისევ პირველია!

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში თავისი შეხვედრა ჩემპიონობის მთავარმა ფავორიტმა, თბილისის “დინამომ” 0-2 მოიგო და ჩემპიონატში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 11 ნოემბერს შეიკრიბება და მოახლოებული ევროშესარჩევი მატჩებისთვის მოემზადება. 15 ნოემბერს გია ცეცაძის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საჩხერის “ჩიხურას” სტადიონს გაუკეთებენ

საჩხერის “ჩიხურას” მოედანზე ახალი საფარი დაიგება, ინფრასტრუქტურას კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ქალაქის მერია შეაკეთებენ. “ჩიხურა...
წაკითხვა