“სიონმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
ბოლნისის “სიონმა” ახალი სეზონისთვის მზადება დღეს დაიწყო. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ ფეხბურთელები “მერანზე” შეკრიბა.
ბოლნისელები რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავენ, პირველ შეხვედრას, უმაღლეს ლიგაში გადმობარგებულ “საბურთალოსთან”, 16 ივლისს ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ “სიონის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლადო ბურდული ახალი სეზონიდან მხოლოდ კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.