“სიონმა” მეორე ტესტიც წააგო
ანტალიაში, “სიონმა” მეორე ტესტ-მატჩი, აზიის ჩემპიონთა ლიგის მონაწილესთან, უზბეკეთის “ლოკომოტივთან” გამართა.
შეხვედრაში პირველი სახიფათო შეტევა ბოლნისელებმა განახორციელეს, მარცხნიდან გიორგი ბერიძე ცდილობდა მეტოქის კარის აღებას. მისი დარტყმული კარს მცირედით აცდა.
პირველი ტაიმი ყაზახების ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა “სიონის” კართან რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.
მარჯვენა ფლანგზე ჭანკოტაძემ ითამაშა კარგად. რამდენიმე მცველს გასცდა და კარში დაარტყა, მისის დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. აღნიშნულ მომენტამდე ჭიკაიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა საჯარიმოში არაზუსტად ითამაშა.
ტაიმის მიწურულს მერლანმა ბოლნისელები გაშვებულ გოლს გადაარჩინა, თუმცა ბურდულის შეგირდებმა ვერ შეძლეს შესვენებაზე მშრალად გასვლა.
44 – ე წუთზე საკუთარ კარში გოლი ჯინჭარაშვილმა გაიტანა – 0:1.
მეორე ტაიმში ლადო ბურდულმა გადახალისებული შემადგენლობა დააყენა. ტაქტიკურმა ცვლილებამ თავისი შედეგი გამოიღო. თამაში უფრო სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ბოლნისელებს რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდათ, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლეს. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ყაზახებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად თამაშგარე იყო, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბურთი ჩათვალა და თამაში დაასრულა.
პირველი ტაიმი – მერლანი, ინწკირველი, სვანიძე (კაპ), ჯინჭარაშვილი, გიორბერიძე, გოგობერიშვილი, ფოფხაძე, სიჭინავა, ჭანკოტაძე ჭიკაიძე.
მეორე ტაიმი – მერლანი,მოსემღვდლიშვილი, გურეშიძე, ცნობილაძე, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, ცხადაია, საჯაია, ქებურია, დასილვა, ლუისი.
“სიონი” მორიგ ამხანაგურ მატჩს, 6 თებერვალს გამართავს.
fcsionibolnisi.com