სიონმა ნავსი გატეხა
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის ფარგლებში ბოლნისის „სიონმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.
ბოლნისელებმა ტერიტორიული უპირატესობა სასტარტო წუთებიდან მოიპოვეს, თუმცა პირველი მომენტი „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა შექმნეს. მე-20 წუთზე ხელსაყრელ პოზიციაში ფიფია აღმოჩნდა, რომლის დარტყმულიც „სიონის“ კარს მცირე მანიძლის აცდა. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ „ტორეპდომ“ თამაშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა მატჩი იმდენად დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, რომ შესვენებამდე საგოლე მომენტები ფაქტობრივად არ შექმნილა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა.
გაცილებით საინტერესო გამოდგა მატჩის მეორე ტაიმი, რომლიც „ტორპედოს“ მიერ გატანილი გოლით დაიწყო, მაგრამ მისი ავტორი, შოთა ბაბუნაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ტაბლოზე დაფიქსირებული ნულები არ შეცვლილა. მალევე ბოლნისელება კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. საჯარიმოში ყველას კვარაცხელიამ დაასწრო და თავით ძლიერად დაარტყა, თუმცა მიზნის მისაღწევად მცირედი დააკლდა. მომდევნო შეტევაში კი „სიონის“ გამოცდილმა მცველმა ზუსტად იმოქმედა. მორიგი სტანდარტის დროს შეტევაში ჩართულმა კვარაცხელიამ 55-ე წუთზე გახსნა ანგარიში.
გატანილი გოლის შემდეგ ბოლნისელები კიდევ რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი ჰქონდათ, რის შემდეგაც ბურდულმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთა. ტერიტორიულ უპირატესობას „ტორეპდო“ დაეუფლა. ძოძუაშვილმა კორექტივების შეტანა ცვლილებებით და ტაქტიკური გადაადგილებებით სცადა, მაგრამ შეხვედრის მსვლელობაზე ამას განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია. გოლის გატანასთან მატჩის ბოლოს ბოლნისელები უფრო ახლოს იყვნენ, თუმცა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმა დღევანდელ მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა.
სიონი 1-0 ტორეპდო
გოლი: კვარაცხელია 55’
სიონი: ბათიაშვილი, ფოფხაძე (ინწკირველი 80’), სვანაძე, კვარაცხელია, დ. ფოფხაძე, კანდელაკი, გოგობერიშვილი, გაფრინდაშვილი (განუდგრავა 21’), ლობჯანიძე, სირაძე (ცხადაია 75’), ისიანი.
ტორპედო: თებიძე, ტაბატაძე, აბრამიძე, ბონდარენკო, ჩაკვეტაძე, ბაბუნაშვილი, ფიფია, მახვილაძე, მარკოზაშვილი, მამასახლისი (ბელაშვილი 63’), ქებურია (თოდუა 46’).