“სიონმა” ქოქიაშვილს 2 მარცხი არ აპატია
ბოლნისის “სიონმა” მთავარი მწვრთნელი დავით ქოქიაშვილი გაათავისუფლა.
კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქოქიაშვილი ბოლო თამაშებში ნაჩვენები შედეგების გამო გაათავისუფლეს.
“ბოლო თამაშებში ნაჩვენები შედეგების გამო, ბოლნისის “სიონმა” , დავით ქოქიაშვილი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. ნიჭიერ, ახალგაზრდა მწვრთნელს მადლობას ვუხდით გაწეული შრომისთვის და მომქვალში წარმატებას ვუსურვებთ.
ვინ შეცვლის დავით ქოქიაშვილს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.”, – წერია განცხადებაში.
ბოლო 2 მატჩში “სიონმა” “გაგრასთან” და “ვიტ ჯორჯიასთან” წააგო და ელიგა 2-ში 5 ქულა დარჩა, მაგრამ ცხრილში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეროვნულ ლიგაში გადასვლაზეც შეუძლია იბრძოლოს.
ქოქიაშვილის და მისი ასისტენტის, ლაშა ფირცხლაიშვილის დუეტი “სიონის” ხელმძღვანელობა ახალი იდეების გენერატორად წარმოაჩენდა, მაგრამ მხოლოდ 2-თამაშიანი წარუმატებლობა არ აპატიეს.