“სიონმა” თურქეთში პირველი თამაში რუმინეთს გუნდთან ჩაატარა
ბოლნისის “სიონმა” ანტალიურ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ “კრაიოვასთან” გამართა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის პირველივე წუთებზე, ბოლნისელთა ახალწვეულს, ლუის ალბერტოს ანგარიშის გახსნა შეეძლო. რუმინელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, კუთხურიდან კი პორტუგალიელს თავით ჰქონდა გასატანი, თუმცა მას მიზანმა მცირედით უმტყუნა. “კრაიოვამ” თავის ერთადერთი შანსი 23-ე წუთზე გამოიყენა.
გოლი მცველთა ბავშვურ შეცდომას მოჰყვა – 1:0. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო შეხვედრაში ერთადერთი გოლი, მიუხედავად იმისა, რომ “სიონს” რამდენიმე შანსი ჰქონდა, მომენტების რეალიზება ვერ მოხერხდა. შეხვედრის მეორე ტაიმში, ლადო ბურდულმა გადახალისებული შემადგენლობა დააყენა.
პირველისგან განსხვავებით, მეორე ნახევარი უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ჩვენმა გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, რამდენჯერმე დაემუქრნენ რუმინელებიც ბოლნისელთა კარს, თუმცა დაცვა საიმედოდ ირჯებოდა. მატჩის დასრულებამდე ათიდე წუთით ადრე, მატჩის მთავარმა არბიტრმა დაჩი ცნობილაძე უხეში თამაშისთვის დააჯარიმა და საჯარიმოს სიახლოვეს სახიფათო სტანდარტული დაინიშნა, მიუხედავად ამისა, “კრაიოვამ” უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხა.
გაშვებული გოლისგან იხსნა მერლანმა საკუთარი გუნდიც, საპასუხოდ კი რუმინელებმა სახიფათო შეტევა მიიღეს, თუმცა სიჭინავას კარისკენ ჩაწოდებულ ბურთს გუნდელები ვერ გამოეხმაურნენ. რუმინელთა საჯარიმოს სიახლოვეს, მიქაბერიძეზე წესების დარღვევა დააფიქსირა მსაჯმა, სიჭინავას დარტყმული “კრაიოვას” მცველებმა მოიგერიეს. მორიგ ამხანაგურ მატჩს “სიონი” ხვალ, უზბეკური “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს.
პირველი ტაიმი – ბათიაშვილი, სვანიძე, ინწკირველი, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი, ცნობილაძე, ბერიძე, ცხადაია, ქებურია, ლუის ალბერტო, ჭიკაიძე;
მეორე ტაიმი – მერლანი, მოსემღვდლიშვილი, გურეშიძე, ფოფხაძე, ჭანკოტაძე, სიჭინავა, ცნობილაძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, და სილვა.
fcsionibolnisi.com