“სიონმა” თურქეთში პირველი თამაში რუმინეთს გუნდთან ჩაატარა

თარიღი: თებერვალი 4, 2015

ბოლნისის “სიონმა” ანტალიურ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ “კრაიოვასთან” გამართა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

მატჩის პირველივე წუთებზე, ბოლნისელთა ახალწვეულს, ლუის ალბერტოს ანგარიშის გახსნა შეეძლო. რუმინელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, კუთხურიდან კი პორტუგალიელს თავით ჰქონდა გასატანი, თუმცა მას მიზანმა მცირედით უმტყუნა. “კრაიოვამ” თავის ერთადერთი შანსი 23-ე წუთზე გამოიყენა.

გოლი მცველთა ბავშვურ შეცდომას მოჰყვა – 1:0. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო შეხვედრაში ერთადერთი გოლი, მიუხედავად იმისა, რომ “სიონს” რამდენიმე შანსი ჰქონდა, მომენტების რეალიზება ვერ მოხერხდა. შეხვედრის მეორე ტაიმში, ლადო ბურდულმა გადახალისებული შემადგენლობა დააყენა.

პირველისგან განსხვავებით, მეორე ნახევარი უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ჩვენმა გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, რამდენჯერმე დაემუქრნენ რუმინელებიც ბოლნისელთა კარს, თუმცა დაცვა საიმედოდ ირჯებოდა. მატჩის დასრულებამდე ათიდე წუთით ადრე, მატჩის მთავარმა არბიტრმა დაჩი ცნობილაძე უხეში თამაშისთვის დააჯარიმა და საჯარიმოს სიახლოვეს სახიფათო სტანდარტული დაინიშნა, მიუხედავად ამისა, “კრაიოვამ” უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხა.

გაშვებული გოლისგან იხსნა მერლანმა საკუთარი გუნდიც, საპასუხოდ კი რუმინელებმა სახიფათო შეტევა მიიღეს, თუმცა სიჭინავას კარისკენ ჩაწოდებულ ბურთს გუნდელები ვერ გამოეხმაურნენ. რუმინელთა საჯარიმოს სიახლოვეს, მიქაბერიძეზე წესების დარღვევა დააფიქსირა მსაჯმა, სიჭინავას დარტყმული “კრაიოვას” მცველებმა მოიგერიეს. მორიგ ამხანაგურ მატჩს “სიონი” ხვალ, უზბეკური “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს.

პირველი ტაიმი – ბათიაშვილი, სვანიძე, ინწკირველი, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი, ცნობილაძე, ბერიძე, ცხადაია, ქებურია, ლუის ალბერტო, ჭიკაიძე;

მეორე ტაიმი – მერლანი, მოსემღვდლიშვილი, გურეშიძე, ფოფხაძე, ჭანკოტაძე, სიჭინავა, ცნობილაძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, და სილვა.

fcsionibolnisi.com

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა. პოლონელი ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტი: “არსენალს” ისეთი დიდი ლიდერი სჭირდება, როგორიც სტივენ ჯერარდია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი, ემანუელ პეტი, თვლის, რომ უნაი ემერიმ “არსენალში” თავისი შესაძლებლობები ამოწურა და [...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ვილამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, დავიდ ვილამ, ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა მესიმ მეტოქეს მაისურის გაცვლა სთხოვა

“ბარსელონას” სუპერვარკსვლავ ლიონელ მესის მეტოქეები მაისურს ხშირად სთხოვენ, თუმცა თავად მან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს სთხოვა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას აკეთებდა კარიმ ბენზემა “ეიბართან” მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

9 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” სტუმრად “ეიბარი” 0:4 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, ბენზემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. მან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანტიაგო სოლარი “რეალში” დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი და ექს-მწვრთნელი სანტიაგო სოლარი “სამეფო კლუბში” დაბრუნდა. “მარკას” ცნობით,...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიელინი: “სამწუხაროდ, “მილანის” ფანი ვიყავი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ადრეულ წლებში “მილანისა” და პაულო მალდინის ფანი იყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

VAR-ის ხელმძღვანელობა: “ინგლისში ჩვენ მუშაობას 7 ქულით შევაფასებდით”

პრემიერ ლიგაში VAR-ის ხელმძღვანელმა და ყოფილი არბიტრმა, ნილ სუორბრიკმა, ბრიტანეთში ახლად დანერგილი სისტემის მუშაობა შეაფასა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე ფორმა (ვიდეო)

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე სათამაშო ფორმა. 2019/20 წლების სეზონის მეორე ფორმა კატალონიის დროშის ფერებში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” ზამთარში 100 მილიონს დახარჯავს

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის 12 ტურის შემდეგ “ლივერპული” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს 34 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხაილოვიჩმა იბრაჰიმოვიჩი “ბოლონიაში” მიიწვია

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, იტალიის სერია А-ში დაბრუნდეს, თუმცა არა ქვეყნის რომელიმე წამყვან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან არ ითამაშებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მონტენეგროსთან გასამართ მატჩში რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრების განაცხადში აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან რაკიტიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონასა” და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ივან რაკიტიჩმა, სლოვაკეთთან და საქართველოსთან გასამართ მატჩებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთელი დავით თარგამაძე “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს (ვიდეო)

ბოლნისის “სიონის” 30 წლის ფეხბურთელმა, დავით თარგამაძემ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-9 სეზონში იღებს მონაწილეობას. საქართველოს ...
წაკითხვა