“სიონს” ლევან სანიკიძე უხელმძღვანელებს
ბოლნისის “სიონს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამიერიდან კლუბს ლევან სანიკიძე უხელმძღვანელებს.
“ბოლნისის ,,სიონში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რამდენიმე კანდიდატს შორის არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გაკეთდა. ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან მივიღე ნდობა და ჩავიბარე გუნდი. ეს მხარე ჩემთვის უცხო არაა. როგორც ფეხბურთელმა “სიონში” 4 წელი გავატარე. წლების შემდეგ ისევ “სიონში” დავბრუნდი, ამჯერად სხვა ეტაპზე და სხვა გამოწვევებით. იმედი მაქვს ჩემი ამ გუნდში მოსვლა წარმატებული იქნება. პირველ რიგში, ეს გულისხმობს იმას, რომ “სიონმა” მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. ბევრი შრომა გვმართებს, რათა გუნდი კვლავ დაბრუნდეს ეროვნულ ლიგა 1-ში.
უახლოეს მომავალში გაირკვევა თუ ვინ იქნება “სიონის” მთავარი მწვრთნელი, ამის შემდეგ უკვე, აქტიურად დავიწყებთ ფეხბურთელებთან მუშაობას. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ფაქტობრივად ჩემპიონატი კარზეა მომდგარი.
ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც მივყვებით სასურველი შედეგის მისაღებად. ბოლნისელ გულშემატკივარს ვპირდები არაფერს დავზოგავთ იმისათვის, რომ მათი საყვარელი გუნდი კვლავ იხილონ წელში გამართული და გამარჯვებული”, – განაცხადა “სიონის” ახალმა დირექტორმა ლევან სანიკიძემ.
Fcsioni.ge