სირიგუ “მილანში”?

თარიღი: ნოემბერი 9, 2015

არაა გამორიცხული, იტალიელი გოლკიპერი სამშობლოში დაბრუნდეს.

როგორც Football Italia იტყობინება, შესაძლოა, ტრანსფერი უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განხორციელდეს.

ცნობილია, რომ სალვატორე სირიგუ ახალ სამუშაო ადგილს მას შემდეგ ეძებს, რაც “პარი სენ ჟერმენის” ძირითად მეკარედ კევინ ტრაპი დამკვიდრდა.

აღსანიშნავია, რომ “მილანში” გადასვლის შემთხვევაში სირიგუს დიეგო ლოპესთან კონკურენცია მოუწევს.

მსგავსი სიახლეები