სირიგუ: “მომავალს პარიზს ვუკავშრებ”
პსჟ-ს მეკარე, სალვატორე სირიგუ პრესაში გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა. ფრანგული მედია საშუალებებ იუწყებიან, რომ პარიზელები სირიგუს გაშვებას და მის ნაცვლად სხვა მეკარის შეძენას აპირებენ.
“ჩემს მომავალს პარიზს ვუკავშირებს და საკუთარ თავს მხოლოდ პსჟ-ში ვხედავ. პრობლემები არ მაქვს და მზად ვარ კლუბს ყველა ფრონტზე დავეხმარო” – განაცხადა სირიგუმ Telefoot-თან ინტერვიუში.
სექტემბერში სალვატორემ საფრანგეთის ჩემპიონებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2018 წლამდეა გათვლილი.