სირიგუ პარიზში რჩება
“პსჟ”-ს გოლკიპერი სალვატორე სირიგუმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ხმების თანახმად, მეკარე კლუბის შეცვლაზე ფიქრობდა. თუმცა, სირიგუმ განაცხადა, რომ პარიზში აპირებს დარჩენას.
“პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე მაქვს და არსად წასვლასაც არ ვაპირებ. აქ თავს კარგად ვგრძნობ და არც კლუბს სურს ჩემი გასხვისება” – განაცხადა სირიგუმ.
ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში სირიგუმ 34 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაუშვა.