სირიგუ: “რომა? – ვერ ვხედავ “პსჟ”-ს დატოვების მიზეზს”
იტალიელი მეკარე გუნდის შეცვლას არ აპირებს.
“პსჟ”-სა და “სკუადრა აძურას” კარის დარაჯი, სალვატორე სირიგუ იტალიურმა გამოცემა Sky-მ “რომას” დაუკავშირა, რაზეც 28 წლის მეკარემ განცხადება გააკეთა.
“რომა? – ვერ ვხედავ “პსჟ”-ს დატოვების მიზეზს. აქ თავს კარგად ვგრძნობ. ცოტა ხნის წინ მფლობელებს ველაპარაკე და გადაწყდა, რომ პარიზში ვრჩები. გუნდთან სამწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ,”-განაცხადა სირიგუმ.
გასულ სეზონში, სალვატორე სირიგუმ ლიგა 1-ში 34 მატჩი ჩაატარა.