სისეს საფრანგეთში დაბრუნება სურს
კრასნოდარის “ყუბანის” ფრანგი თავდამსხმელი ჯიბრილ სისე აღიარებს, რომ მას სამშობლოში დაბრუნება სურს. საფრანგეთში თამაშის გამო, ფორვარდი ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა.
“საფრანგეთში მინდა დაბრუნება. ნაკლებ ხელფასზეც თანახმა ვარ. ვნახოთ რა შემოთავაზებები მექნება” – განუცხადა სისემ ფრანგულ პრესას.
გავრცელებული ხმებით, სისეს “ბასტიაში” გადასვლის ვარიანტი აქვს. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ფრანგმა ფორვარდმა 15 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.