სისხლისმღვრელი ბრძოლა “პარტიზანისა” და “ცრვენა ზვეზდას” ფანებს შორის (ვიდეო, ფოტოები)
სერბეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ბელგრადის “პარტიზანმა” საკუთარ მოედანზე მოსისხლე მეტოქე “ცრვენა ზვეზდა” მიიღო. მატჩის მიმდინარეობისას ფანებმა ერთმანეთთან რამდენჯერმე იჩხუბეს. ქომაგები ორივე გუნდის მხრიდან დაშავდნენ. სამართალდამცველებმა სტადიონიდან დასისხლიანებული ფანები გაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
როგორც მოგეხსენებათ, სერბული ფანკულტურა ძალადობრივი ელემენტების შემცველია. “ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანს” შორის მატჩებზე სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობაა ხოლმე მობილიზებული. ამ კლუბების ფანები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. “დელიე” “ცრვენა ზვეზდას” მთავარი ფანკლუბია, “გრობარი” კი – “პარტიზანის”. თუ რომელიმე ფანკლუბის წევრმა მეტოქის ბანაკში შეღწევა მოახერხა, სისხლისმღვრელი ბრძოლა გარდაუვალია, რაც დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ. სერბი ფანები ჩხუბში წესებს არ სცნობენ, არ იციან დანდობა, იბრძვიან ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებათ.