სიტი 30 მილიონს ამზადებს

თარიღი: დეკემბერი 23, 2014

“მანჩესტერ სიტი” მზად არის “ვოლფსბურგის” ნახევარმცველ კევინ დე ბრეინეში 30 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.

ბელგიელს ინგლისში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. თუმცა, დე ბრეინემ “ჩელსის” შემადეგნლობაში ადგილი დამკვიდრება ვერ შეძლო და 18 მილიონ გირვანქად “ვოლფსბურგში” გადავიდა.

The Telegraph-ის ცნობით, მანჩესტერული კლუბის ინტერესი საკმაოდ სერიოზული ყოფილა და “ვოლფსბურგის” ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, “სიტის” მოთამაშეში დიდი თანხის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ამ კლუბებს შორის ერთი ძვირად ღირებული ტრანსფერი უკვე განხორციელდა. ედინ ჯეკო მანჩესტერულ გუნდში 27 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში დე ბრეინემ 17 შეხვედრაში 3 გატანილ გოლთან ერთად საკუთარ აქტივში 10 საგოლე პასი ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები