სიტი ბრძოლას აგრძელებს
ჩემპიონტა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” ეტიჰადზე მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლა და საკმაოდ დრამატულ შეხვედრაში ბოლო წუთზე შეძლო გამარჯვების მოპოვება.
ანგარიში მასპინძლებმა 21-ე წუთზე პენალტით გახსნეს. შედეგიანი დარტყმის ავტორი აგუერო გახდა, ხოლო სტუმრები ამ ეპიზოდში რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. წითელი ბართის გამო მოედანი ბენატიამ დატოვა. მიუხედავად ამისა, კაცნაკლულმა მიუხნენელებმა შესანისნვად ითამაშეს და ტაიმის ბოლოს ორჯერ გაიტანეს. ჯერ ალონსომ გაათანაბრა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით, შემდეგ კი ლევანდოვსკიმ დააწინაურა საკუთარი გუნდი.
შესვენების შემდეგ “ბაიერნი” თავს კარგად იცავდა, თუმცა “სიტიმ” მიზანს ბოლო წუთებზე მაინც მიაღწია. მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე აგუერომ კვლავ გაიტანა და გაათანაბრა, შემდეგ კი ბოატენგის შეცდომით ისარგებლა, ნოიერთან პირისპირ დარჩა და ჰეთ-თრიკიც გაიფრომა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “რომასთან” გასამართი შეხვედრა მანჩესტერელებისთვის გადამწყვეტი იქნება.
მანჩესტერ სიტი 3-2 ბაიერნი
გოლები: აგუერო 21′ (1:0); ალონსო 40′ (1:1); ლევანდოვსკი 45′ (1:2); აგუერო 85′ (2:2); 90′ (3:2)