“სიტი” მილნერს გაუხანგრძლივებს
უახლოეს მომავალში “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა ჯეიმს მილნერს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. 28 წლის ნახევარმცველის მიმდინარე ხელშეკრულება 2015 წელს იწურება.
ფეხბურთელის შენარჩუნება პირადად მანუელ პელეგრინის ინტერესებშიც შედის. მწვრთნელი მილნერის უნიერსალიზმით არის მოხიბლული. ახალი კონტრაქტის გაფორმება მუნდიალის დასრულების შემდეგ იგეგმება.