“სიტი”: პოგბას ნაცვლად – ალკანტარა

არაა გამორიცხული, ესპანელი ნახევარმცველი ინგლისში გადაბარგდეს.
გასულ ზაფხულს გამართული აქტიური სატრანსფერო კამპანიის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა გაჩერებას არ აპირებს და მორიგი ხმაურიანი შეთანხმების მისაღწევად ემზადება.
“ქალაქელები” შეთანხმდნენ, რომ “იუვენტუსის” ნახევარმცველის, პოლ პოგბას გადაბირებისთვის ბრძოლის გაგრძელება უაზრო იქნება, რადგან ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება უკვე გადაწყვიტა.
პოგბას ალტერნატიულ ვარიანტად “სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ტიაგო ალკანტარას განიხილავს, რომელიც ამჟამად მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, გასული სეზონი ტიაგომ ძირითადად მკურნალობაში გაატარა და მოედანზე გასვლამ მხოლოდ შვიდჯერ მოუწია. თუმცა, წარმატებული რეაბილიტაციის შემდეგ ალკანტარამ “რეკორდმაისტერის” შემადგენლობაში ახალ სეზონში უკვე ხუთი მატჩის ჩატარება მოასწრო.