“სიტი” სახლში დამარცხდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ეტიჰად სთედიუმზე” ადგილობრივმა “მანჩესტერ სიტიმ” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლა და 1-3 დათმო.
ანგარიში მეშვიდე წუთზე გაიხსნა. ფრენკ რიბერიმ საკმაოდ შორი მანძილიდან, ძლიერი და ზუსტი დარტყმა განახორციელა. ჯო ჰარტმა ამ ბურთის მოგერიება ვერ შეძლო, რადგანაც მან მოძრაობა გვიან დაიწყო და ფრანგის უძლიერეს დარტყმულს ვეღარ მიწვდა.
პირველ ნახევარში მეტი ბურთი აღარ გასულა, მაგრამ “რეკორდმაისტერთა” დომინირება აუცილებლად აღსანიშნავია. მასპინძლები ფაქტიურად ვერ ახერხებდნენ შეტევის განხორციელებას.
მეორე ნახევრის დაწყებიდან 11 წუთის შემდეგ, ტომას მიულერი ინგლისელ მცველებს გაეპარათ. მან ჰარტი მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
ამ გოლიდან ზუსტად ოთხი წუთის შემდეგ, არიენ რობენმა შეტევა თავად განავითარა, ნასტასიჩი მშვენივრად მოატყუა და მასპინძელთა გოლკიპერს ამ ბურთის აღების შანსი არ დაუტოვა.
ბოლო გოლი კი მე-80 წუთზე გავიდა, რომელიც შეცვლაზე შემოსული ალვარო ნეგრედოს ანგარიშზეა. მან შესანიშნავად მიიღო ბურთი, გაისწორა და დაარტყა ისე, რომ მანუელ ნოიერს ამ ბურთის აღებას ვერავინ მოსთხოვდა.
ამრიგად, მიუნხენის “ბაიერნი” ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, რომელსაც ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა აქვს.
“მან. სიტი” 1:3 “ბაიერნი”
გოლები: ნეგრედო 80 – რიბერი 7, მიულერი 56, რობენი 60
“სიტი”: ჰარტი, რიჩარდსი, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში, ტურე, ფერნანდინიო, ნავასი, აგუერო (სილვა 70), ნასრი(მილნერი 70), ჯეკო (ნეგრედო 57).
“ბაიერნი”: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, ლამი, შვაინშტაიგერი (კირხოფი 76), კროოსი, რობენი (შაქირი 79), მიულერი, რიბერი (გიოტცე 85).
გაფრთხილება: აგუერო, ნასრი, მილნერი – კროოსი.
გაძევება: ბოატენგი 86.
სანდრო საპანაძე