“სიტიმ” “შალკე” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკესა” და “მანჩესტერ სიტის” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “აუფშალკეზე” ჩატარებული შეხვედრა დრამატულად წარიმართა: ანგარიში მატჩის მე-18 წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა, თუმცა 38-ე წუთზე ნაბილ ბენტალებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ტაიმის წუთზე კი იმავე ბენტალებმა ისევ პენალტით გერმანელები სულაც დააწინაურა. ინგლისელებმა ანგარიშის შემოტრიალება მატჩის ბოლოს მაინც შეძლეს: შეცვლაზე შემოსულმა ლეროი სანემ 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი რაჰიმ სტერლინგმა “შალკეს” კარში მესამე ბურთი გაიტანა და “სიტიმ” გელზენკირხენი გამარჯვებულის რანგში დატოვა.
წყვილის საპასუხო მატჩი მანჩესტერში, 12 მარტს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (I მატჩი)
“შალკე” — “მანჩესტერ სიტი” 2:3 (2:1)
გოლები: ბენტალები 38′ (პენ), 45′ (პენ) — აგუერო 18′, სანე 85′, სტერლინგი 90′.