“სიტის” ახალწვეული ბრაზილიის ნაკრებში იხმეს
ინგლისური “მანჩესტერ სიტის” 23 წლის ახალწვეული, რომელმაც 2016-17 წლის სეზონი “ბენფიკას” კარის დაცვაში გაატარა, კარიერაში პირველად იქნა გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში.
“ძალიან ბედნიერი ვარ, ბრაზილიის ნაკრებში რომ გამომიძახეს. ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობდი, ეს ჩემი კარიერის კიდევ ერთი დიდი მიღწევაა.
ძალიან კარგად ვიცი, რომ ბრაზილიას ბევრი კარგი მეკარე ჰყავს, მე კი მათთვის მომიწევს კონკურენციის გაწევა. ჩემი მიზანი სიამოვნების მიღებაა, ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად, თუ მათ დავჭირდები,” – აცხადებს ედერსონი.