სკანდალი პრემიერლიგაში: “შეფილდს” გოლი არ ჩაუთვალეს, Hawk-Eye ბოდიშს იხდის
კორონავირუსული პანდემიის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ პირველივე მატჩში სკანდალური შემთხვევა მოხდა. ბირმინგემის “ასტონ ვილასა” და “შეფილდ იუნაიტედს” შორის გამართულ შეხვედრაში სტუმრებს გოლი არ ჩაუთვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ბურთმა კარის ხაზი სრულად გადაკვეთა, გოლის ავტომატური ფიქსირების სისტემა Hawk-Eye-მ კარის აღება არ დააფიქსირა, რის გამოც ბოდიშის მოხდა მოუწიათ.
“მატჩის არბიტრებს შესაბამისი სიგნალი არ მიუღიათ. საჯარიმო მოედნისკენ შვიდი კამერა არის მიმართული, თუმცა მეკარემ, მცველმა და კარის ძელმა ყველა ობიექტივი გადაფარეს. მანამდე ჩატარებულ 9 ათასზე მეტ მატჩში ანალოგიური შემთხვევა არ მომხდარა. კომპანია Hawk-Eye ბოდიშს უხდის პრემიერლიგას, “შეფილდ იუნაიტედსა” და შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ყველა პირს”, – ნათქვამია Hawk-Eye-ს ოფიციალურ განცხადებაში.
მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ “შეფილდ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ეს ინციდენტი შესაძლოა, მათთვის გადამწყვეტიც კი გამოდგეს.
Aston Villa vs Sheffield United mark goldbridge commentary 😁 pic.twitter.com/vrYEd5pkXb
— mohamed adel Algeriani (@therad_mohamed) June 17, 2020