სკანდალი რუსეთში – მსოფლიო ჩემპიონმა პატარძალი ქორწილიდან გააგდო (ფოტო)
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ზაურბეკ სიდაკოვის ქორწილი სკანადალით დასრულდა.
ოს სპორტსმენს ზაფხულში რუსეთის სახელით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უნდა ეასპარეზა. იმის გამო, რომ ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო, 24 წლის მოჭიდავემ გადაწყვიტა თავისუფალი დრო გამოეყენებინა და ვლადიკავკაზში მადინა პლიევაზე დაქორწინებულიყო.
ქორწილის მიმდინარეობისას, სიდაკოვსა და ქორწილში მყოფ რამდენიმე სტუმარს ტელეფონებში ვიდეოები გაუგზავნეს. გზავნილი სპორტსმენის მეუღლის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავდა. ასევე, ადამიანმა, ვინც ვიდეო ქორწილში მყოფებს გაუგზავნა, მათ მისწერა, რომ წარსულში გოგონა მეძავი იყო. პატარძალი ჯერ ქორწილიდან გააგდეს, შემდეგ კი ქალაქიდან.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადრები პატარძლის ყოფილმა შეყვარებულმა გაავრცელა. ინციდენტის შემდეგ, ახალგაზრდა ქალბატონმა სოციალურ ქსელებში საკუთარი ანგარიშები წაშალა.