სკანდალი უკრაინაში: ჩემპიონთა ლიგის თასით დეპუტატის ქალიშვილი გაერთო

თარიღი: მაისი 16, 2018

უკრაინაში საფეხბურთო სკანდალია. როგორც მოგეხსენებათ, კიევი 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასი უკვე უკრაინაშია.

უკრაინის სახალხო დეპუტატმა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ თავის ხუთი წლის ქალიშვილს ჩემპიონთა ლიგის ტიტულით გართობის უფლება მისცა. ლიზა ჩაუსმა თასთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი წაშალა, თუმცა სურათი მედიაში სწრაფად გავრცელდა.

უეფას წესების თანახმად, თასის გადაადგილება მხოლოდ დაცვის თანხლებითა და ოფიციალური პირების მონაწილეობით ხდება. ფოტოზე არც დაცვის წარმომადგენლები და არც ოფიციალური პირები არ არიან ასახულნი.

“ჩვენ დავუკავშირდით უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ სხვადასხვა ღონისძიებებზე ჩემპიონთა ლიგის თასის გამოყენების მკაცრი რეკომენდაციების შეახებ”, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდის “რეალსა” და “ლივერპულს” შორის 26 მაისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩმპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, თუ რომელი გუნდები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მო სალაჰმა სტივენ ჯერარდის რეკორდი დაამხო

მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში “მიდტიულანდის” კარის აღება მატჩის საწყის წუთებში შეძლო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გლადბახის” ფეხბურთელების ემოცია “ინტერი” – “შახტარის&

9 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. B ჯგუფში სიტუაცია ბოლო წამამდე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ეს არ იყო რასიზმის გამოვლინება”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და “ისტანბულ ბაშაქშეჰირს” შორის გამართულ დაუმთავრებელ მატჩში მომხდარ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

თურქეთის პრეზიდენტი “პსჟ” – “ბაშაქშეჰირის” მატჩში მომხდარს ე

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში რასიზმის გამოვლინების მომსწრენი გავხდით “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბაშაქშეჰირს” შორის მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “მესისთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა მქონდა”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გაგრძელდება პსჟ – “ისტანბულ ბაშაქშეჰირის” მატჩი?

“პარი სენ-ჟერმენი” – “ისტანბულ ბაშაქშეჰირის” დაპირისპირება ოთხშაბათს, თბილისის დროით 21:55 საათზე, მატჩის მე-13 წუთიდან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულო დიბალა რონალდ კუმანს დასცინის (ვიდეო)

Dybala’s such a little shit 😂😂😂 Bench trolling Koeman pic.twitter.com/FlBjkTRNfR — MickFlairDrip (@m1897) December 8, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს მეორე გოლი “ბარსელონას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOAL! Cristiano Ronaldo penalty 52' ⚽️ Barcelona 0-3 Juventus | #BarçaJuvepic.twitter.com/sb6Icf9Bhu — noobfcb […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სკანდალი: პსჟ – “ისტანბულ ბაშაქშეჰირის” მატჩი შეჩერდა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და “ისტანბულ ბაშაქშეჰირს” შორის მიმდინარე მატჩი შეჩერდა. თურქული გუნდის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონადლუს გოლი “ბარსელონას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო RONALDO GOAL 🔥 #UCL #BarcaJuvepic.twitter.com/VQU7LTq0Xb — Juve Canal (@juvecanal2) December 8, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა შემთხვევაში ჩარჩება “მანჩესტერ იუნაიტედი” ჯგუფში?

ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული ვითარდება ნარჩუნდება H ჯგუფშიც, სადაც თავს ისეთი კლუბები იყრიან, როგორებიც არიან: “პარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია, სად ჩატარდება უეფას ახალი საკლუბო ტურნირის პირველი ფინალი

დღეს ცნობილი გახდა, თუ სად ჩატარდება უეფას ევროპის კონფერენციის ლიგის პირველი გათამაშების ფინალური მატჩი. მესამე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო ისევ უკმაყოფილოა

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უსამართლოდ თვლის ევროთასების ფორმატს, რომლის ძალიათაც, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა მდგომარეობაა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში?

ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაშია. გასათამაშებელი დარჩა მომდევნო ეტაპის 7 საგზური. […]...
წაკითხვა