სკაუზერმა საჩემპიონო ტატუ უკვე გამოისახა
“ლივერპულის” ქომაგნი ორ ნაწილად იყოფიან: ერთნი უკვე ზეიმობენ ჩემპიონობას, მეორენი კი დიდ სიფრთხილეს იჩენენ, მოვლენებს წინ არ უსწრებენ და ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც “წითლებს” ტიტულის დასაკუთრებაში ვეღარავინ და ვეღარაფერი შეეცილება.
ზოგიერთნი ღრმად არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ “ენფილდროუდელები”22-ქულიან უპირატესობას არ გაანიავებენ და იმდენად ღრმადაც, რომ ერთ-ერთმა სკაუზერმა სახელად მარკ გრეტონმა სხეულზე უკვე გამოისახა საჩემპიონო ტატუ. ის მთელი ცხოვრებაა “ლივერპულს” ქომაგობს და საყვარელი გუნდის გაჩემპიონებას უკვე დიდი ხანია უცდის. გრეტონმა ვეღარ მოითმინა და მხარზე საჩემპიონო ტატუ “ლივერპულის” გაჩემპიონებამდე გამოისახა.
Liverpool Echo-სთვის მიცემულ ინტერვიუში მარკ გრეტონმა აღნიშნა, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ წელს პრემიერლიგას ჩემი “ლივერპული” მოიგებს და ტატუს გამოსახვა რატომღა უნდა გადამევადებინაო?!