სკოლარი: “ბრაზილიის ნაკრებში სწორედ ეს ფეხბურთელია ყველასგან განსხვავებული”

თარიღი: ივნისი 12, 2018

ლუიშ ფელიპე სკოლარი, რომელიც 2014 წლის მუნდიალზე წვრთნიდა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, აცხადებს, რომ “სელესაოს” რიგებში ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელი კაზემიროა.

“მოთამაშე, რომელიც სხვა დანარჩენისგან განსხვავდება, კაზემიროა. ის აბალანსებს ეროვნული გუნდის თამაშს. კაზემირო მარსელოს, ნეიმარსა და სხვა შემტევ ფეხბურთელებს აძლევს სივრცეს, რათა მეტოქეზე ზეწოლა მოახდინონ.”

69 წლის ბრაზილიელი 2003-2008 წლებში პორტუგალიასაც წვრთნიდა. სკოლარის აღნიშნულ გუნდზეც ჰკითხეს.

“ეს არის მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც კოლექტური თამაში გადამწყვეტია. კრიშტიანუ რონალდუ გუნდის ნაწილია. ის შესანიშნავად მუშაობს, ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით. ისინი ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. ვიფქრობ, პორტუგალია ჯგუფიდან გავა, სადაც მას სხვა სირთულეები შეხვდება,” – ამბობს სკოლარი.

მსგავსი სიახლეები