სკრიპნიკი “ლოკომოტივისთვის” ნათქვამ უარზე: “მე უკრაინელი ვარ!”
ლუგანსკის “ზორიას” მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ სკრიპნიკმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ თქვა ორი წლის წინ უარი მოსკოვის “ლოკომოტივის” მთავარ მწვრთნელობაზე.
– თქვენ “ლოკომოტივში” მიგიწვიეს?
– დიახ.
– სიომინი უნად შეგეცვალათ?
– დიახ.
– ფინანსური თვალსაზრისით “ლოკომოტივი” “ზორიაზე” ძლიერია?
– დიახ, ასეა. მაგრამ მე აქ ვრჩები.
– რატომ არჩიეთ “ზორია”?
– იმიტომ, რომ მე ასე ვცხოვრობ. უბრალოდ არ მინდოდა. მე უკრაინელი ვარ! ხუთი წელია ამას ამაყად ვამბობ. ჩემი არჩევანი გავაკეთე.
– ადანაშაულებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რუსეთში თამაშობენ?
– ღმერთის წყალობით, მათ შეუძლიათ ის აკეთონ, რაც უნდათ. ჩემთვის მთავარი ოჯახი, ნათესავები, საყვარელი ხალხია. ჩემი ფილოსოფია სხვა არაფერია თუ არა ეს.
ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ. მინდა, რომ ამ ხალხმაც იამაყოს ჩემი. მივიღე გადაწყვეტილება, რომელსაც არ ვინანებ..