“სკუადრა აძურამ” გახსნით მატჩში “წითელი ეშმაკები” დაამარცხა
ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის E ჯგუფის გახსნითი მატჩი იტალიისა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი გუნდი საკმაოდ დიდი მიზნებისთვის იბრძვის, მოლოდინი ამ მატჩისადმი საკმაოდ დიდი იყო.
მატჩი საკმაოდ დაძაბული და დახუნძლული იყო საგოლე მომენტებით. ანგარიში პირველ ტაიმში, “სკუადრა აძურას” ნახევარმცველმა ჯაკერინიმ გახსნა ბონუჩის ბრწყინვალე პასის წყალობით. მიღებული გოლის შემდეგ “წითელი ეშმაკები” განსაკუთრებით გააქტიურდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე ისინი დიდი ძალებით გადადიოდნენ შეტევებზე, რითიც გრაციანო პელემ იხეირა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
ევრო-2016
E ჯგუფი
ბელგია – იტალია 1:0 (1:0)
ბელგია: კურტუა; ალდერვეირელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი, ფელაინი; ვიტსელი, ნაინგოლანი (მერტენსი, 62′); სიმანი (კარასკო, 76′), დე ბრუინი, აზარი; ლუკაკუ (ორიჯი, 72′).
მთავარი მწვრთნელი: მარკ უილმოტსი.
იტალია: ბუფონი ; კანდრევა, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, დარმიანი (დე შილიო, 58); პაროლო, დე როსი (ტიაგო მოტა, 78′), ჯაკერინი; პელე, ედერი (იმობილე, 75′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
გოლი: ჯაკერინი 32′, პელე 90 +2;
გაფრთხილება: კიელინი 66′, ედერი 75′,ბონუჩი 78′, დე როსი 84′; ვერტონგენი 90+1′
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი