Sky Italia: “არსენალი” პეროტისა და ჟორჟინიოს აკვირდება
როგორც ჩანს, “მეთოფეები” სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავენ.
როგორც ცნობილია, ლონდონის “არსენალის” მთავარი სკაუტი ტონი ბანფილდი “ნაპოლის” ნახევარმცველს, ჟორჟინიოსა და “ჯენოას” თავდამსხმელს, დიეგო პეროტის აკვირდება. ეს ადამიანი გუშინ “ნაპოლისა” და “ჯენოას” შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო. მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის ანგარიშზე ათი ჩატარებული მატჩია. რაც შეეხება 27 წლის არგენტინელ ფორვარდს, მის აქტივში ცხრა მატჩი და თითო-თითო გოლი და საგოლე გადაცემაა.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ფეხბურთელები ესპანური და გერმანული კლუბების ყურადღებასაც იპყრობენ.