Sky Sports-მა ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა
ათწლეულის დასასრულის აღსანიშნავად Sky Sports-მა ბოლო ათი წლის საუკეთესო სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ხუთეულში ორი ფეხბურთელი, ერთი მრბოლერი, ერთი მებრძოლი და ერთი ჩოგბურთელი შევიდა.
მეხუთე ადგილს ფლოიდ მეივეზერი იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცნობილი 50-0 სერიის პირველი 40 ბრძოლა 2010 წლამდე გაიმართა, ის მომდევნო ათწლეულშიც გამორჩეული გახლდათ ვარსკვლავური ბრძოლებით. საბოლოო ჯამში მებრძოლს “ფლოიდ მანი მეივეზერიც” დამსახურებულად შეარქვეს.
2010 წლის 10 იანვარს დეკადის პირველი მატჩი გამართა ლა ლიგაში ლეო მესიმ. “ტენერიფეს” წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და მეტოქე გუნდის ფანებისგანაც დაიმსახურა აპლოდისმენტები. სწორედ მესის ეს პერფრომანსი ასახავს ბოლო ათწლეულში მის როლს მსოფლიო ფეხბურთში. Sky-მ მესი რეიტინგის მეოთხე ადგილზე გაიყვანა.
მესამე ადგილზე გასული კრიშტიანუ რონალდუ 2010 წელს ოქროს ბურთისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ამპლუაში ხვდებოდა. ის წარმატებულად ართმევდა თავს ახალ მადრიდულ გამოწვევას. ამ ათწლეულში რონალდუმ დაამტკიცა, რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. კრიშტიანუმ ყოველივე ეს როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე აჩვენა.
ლუის ჰემილტონი ღირსეულად იკავებს რეიტინგის მეორე პოზიციას. 2019 წელს ჰამილტონი მეექვსე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა – მეხუთე ამ ათწლეულში. მას მხოლოდ სერენა უილიამსმა გაასწრო. ამერიკელმა ჩოგბურთელმა თავისი 23 გრანდ სლემიდან 12 2010 წლის შემდეგ მოიპოვა. ბოლოს დიდი ტურნირის ჩემპიონობა 2017 წელს იზეიმა (ავსტრალიის ღია პირველობა).